სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის სააგენტო თბილისის აგრარულ ბაზრებს ამოწმებს - დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის აგრარულ ბაზრებს ამოწმებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება - ხორცის და რძის პროდუქტების სექციებზე. სააგენტოს ცნობით, მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა.

"ამჯერად გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა" - აცხადებს სურსათის სააგენტო და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორი შეამოწმეს.

"სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც 4 - რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ საქმიანობის უფლება აღუდგა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აგრარული ბაზრების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესებისდაცვას" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის აღება.

კომენტარები