არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი

13 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირისათვის, კაცს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლის გოგოსთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულ ზვიად მ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მან დაზარალებულის ასაკი არ იცოდა.

"სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო 13 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირისათვის, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით, რომელსაც 2017 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი.

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და Facebook მიმოწერის დათვალიერებისას დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებული, გრძნობებით მანიპულირებითა და თვითმკვლელობის მუქარით, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე" - აცხადებს სასამართლო და აღნიშნავს, რომ დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, რაც გოგონამ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო.

კომენტარები