აშშ-რუსეთი

ტრამპი: როდის გააცნობიერებს ყველა მოძულე და სულელი, რომ რუსეთთან ურთიერთობა კარგია

BBC

დონალდ ტრამპი ტვიტერზე თავისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ წერს. აშშ-ის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მას რუსი კოლეგა სირიისა და ჩრდილოეთ კორეის კრიზისების გადაჭრაში დაეხმარება. 

"შევხვდი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ ფორუმზე. კარგი დისკუსიები გვქონდა სირიის შესახებ. იმედს ვიტოვებთ, რომ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება, ისევე როგორც ჩინეთი - ჩრდილოეთ კორეის საშიში კრიზისის გადაჭრაში. პროგრესი გვაქვს. 

როდის გააცნობიერებს ყველა მოძულე და სულელი, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის ქონა კარგი რამ არის და არა ცუდი. მე მინდა ჩრდილოეთ კორეის, სირიის, უკრაინის, ტერორიზმის პრობლემები და რუსეთს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. 

ახსოვს ყალბი ამბების მედიას, როდესაც თაღლითი ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნობის დროს თხოვდა რუსეთს მეგობრობას არასწორი გადატვირთვის ღილაკით? ობამამაც სცადა, მაგრამ მას და პუტინს შორის ნულოვანი ქიმია იყო", - დაწერა ტრამპმა. 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ვიეტნამში, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ.

 

 

კომენტარები