მიწისძვრა

ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 348-მდე გაიზარდა

REUTERS/TASNIM NEWS AGENCY

ირან-ერაყის საზღვარზე 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 348 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა. ერაყის ტერიტორიაზე 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ირანში კი 336-ზე მეტი.

ყველაზე დიდი მსხვერპლი მიწისძვრას ირანის დასავლეთით ქერმანშაჰის პროვინციაში მოჰყვა. დაშავდა, დაახლოებით, 5,660 ადამიანი.

ერაყის მხარეს კი, ქურთისტანის რეგიონში ქალაქი დარბანდიხანი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ქურთისტანის ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, “სიტუაცია ძალიან კრიტიკულია”.

ირანული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თავშესაფარი 70,000 ადამიანს ესაჭიროება.

კომენტარები