2018 წლის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი

კახა კალაძემ ნარმანიას მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი ბიუჯეტი უკან გამოითხოვა

0 კომენტარი
ფოტო: ენერგეტიკის სამინისტრო

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოსთვის წარდგენილი 2018 წლის ბიუჯეტი უკან გამოითხოვა. თბილისის ახალი მერის თქმით, ნარმანიას მიერ წარდგენილ ბიუჯეტში, მათი პრიორიტეტები არ არის გათვალისწინებული.

„ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, უნდა გამოვითხოვოთ აუცილებლად იმიტომ, რომ დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი. მასში არ არის გათვალისწინებული ჩვენი პრიორიტეტები. შესაბამისად მოგვიწევს მუშაობა, გამოვითხოვთ და შემდეგ დაუბრუნდება საკრებულოს ჩვენს მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომელიც იქნება გათვალისწინებული მომავალი წლისთვის“-განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ დრომდე არსებული „ბიუჯეტი არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც აქვთ თბილისელებს“ და აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელზე გაცილებით ნაკლებია.

„თბილისის საკრებულოში შემოვიდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 11 მილიონი ლარით არის შემცირებული წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქს კიდევ უფრო ნაკლები თანხა ექნება იმისათვის, რომ მოაგვაროს პარკინგების პრობლემა, საცობების პრობლემა, ავარიული კორპუსების პრობლემა,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის უკვე ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს გასულ კვირას მიაწოდა. კახა კალაძემ კი დოკუმენტი უკან გამოითხოვა და რედაქტირებული ვერსია საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები