გაერო

რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოძიების გაფართოებას გაეროში კვლავ ვეტო დაადო

Reuters

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიების გააფართოებას შეეხებოდა, ვეტო დაადო.

ეს სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან მეათე შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა გაეროში ვეტო საკუთარი მოკავშირისათვის გამოიყენა.

6 სექტემბერს გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ანგარიშის მიხედვით მაისში სარინის გაზის გამოყენების შედეგად 83 ადამიანი გარდაიცვალა. დასავლური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით სირია დღემდე აგრძელებს ქიმიური იარაღის წარმოებას, მიუხედავად 2013 წელს პროგრამის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებისა.

კომენტარები