NATO-თურქეთი

NATO-ს წვრთნებისას ერდოღანის და ათათურქის სურათები შემთხვევით მტრების სიაში მოხვდა

AP

NATO-ს გენერალურმა მდივანმა თურქეთს ნორვეგიაში მიმდინარე NATO-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნებისას შემთხვევით რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მუსტაფა ქემალ ათათურქის სურათების "მტრების" სიაში მოხვედრის გამო ბოდიში მოუხადა.

ერდოღანმა სამხედრო წვრთნებიდან 40 თურქი სამხედრო უკან გამოიწვია. მმართველი პარტიის რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრისას მან ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "მსგავსი ერთობა და ალიანსი ვერ შედგება."

ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით წვრთნებისას ერდოღანის და ათათურქის სურათები "მტრების გრაფიკში" აღმოჩნდა. მასალის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი ნორვეგიელი კონტრაქორია.

განცხადებაში იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ინციდენტი ერთი ინდივიდის ქმედებებმა გამოიწვია და რომ ის ალიანსის შეხედულებებს არ ასახავს.

მისივე თქმით კონტრაქტორი წვრთნებიდან დაითხოვეს და მისი მოტივების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები