დევიდ ლინჩი

დევიდ ლინჩი საქართველოს პარლამენტს ეწვია

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი რეჟისორი ​დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. სტუმრებს  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ უმასპინძლეს. შეხვერდას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

მათ, ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს რუსთაველის  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების ბაზაზე და  რომელიც, პირველ ეტაპზე, შეიძლება გამოყენებული იქნას ახალი სკოლის დაფუძნების თვალსაზრისით. 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებისთვის დაგეგმილია  ანსამბლ „ერისიონის“ საგანგებო სარეპეტიციო ჩვენება, ქართული ღვინის დაგემოვნება, ქართული სამზარეულოს გაცნობა.

დევიდ ლინჩი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

კომენტარები