თავდაცვა

საქართველო აშშ-სგან $75 მილიონად ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინს შეიძენს

0 კომენტარი
ტანკსაწინააღმდეგო, სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin ფოტო: wikimedia

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოთხოვნას ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინის შეძენაზე მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სამხედრო ძალები ახალი ტიპის შეიარაღებას მიიღებენ.  უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) კონგრესს გარიგების შესახებ უკვე აცნობა.

საქართველოს მთავრობა FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობას და 410 რაკეტას შეიძენს. გარიგების სავარაუდო ღირებულება $75 მილიონი დოლარი, ანუ 201 მილიონი (დღევანდელი კურსით) ლარი იქნება.

ხელშეკრულება ასევე ჯაველინის მომწოდებელი კომპანიის მხრიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ოპერირებაში ტექნიკურ დახმარებასაც მოიცავს.

არსებული მდგომარეობით, ჯაველინის შესყიდვის ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ასახული არაა.

ჯაველინს Raytheon & Lockheed Martin 1996 წლიდან აწარმოებენ. დღეის მდგომარეობით 40 000 გამშვები მოწყობილობაა დამზადებული. ჯაველინის გამშვები სისტემის წონა 23 კილოგრამია, რაკეტის წონა კი 8.4 კილოგრამს შეადგენს. ელექტრონული საძიებო სისტემით აღჭურვილი რაკეტის სროლის მანძილი 4.75 კილომეტრია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები