სტალინი

კადიროვი: გამოვიჩინოთ კეთილი ნება და სტალინის ნეშტის ნარჩენები ქართველებს გადავცეთ

0 კომენტარი
ფოტო: imgkid.com

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი იოსებ სტალინის ნეშტის ნარჩენების საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

„უნდა გამოვიჩინოთ კეთილი ნება და სტალინის ნეშტის ნარჩენები ქართველებს გადავცეთ, ის სამშობლოში უნდა დაიკრძალოს. საქართველო იმ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი მართავდა, ამიტომ ეს ლოგიკური და სამართლიანი იქნება. თუმცა რუსეთის მილიონობით მცხოვრებს ძალიან დაწყდება გული, როცა გაიგებს, რომ სტალინის სულმა ქვეყანა დატოვა.“-განაცხადა კადიროვმა გამოცემა ინტერფაქსთან საუბარში.

რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების პარალელურად ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნის დაფასებას ითხოვს. მისი თქმით, ხრუშჩოვს სათანადო ყურადღება ფედერალურ დონეზე უნდა მიექცეს.

ჩეჩნეთის მეთაური ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ ლენინის დაკრძალვის ინიციატივითაც გამოვიდა. კადიროვი თვლის, რომ „საკმარისია გარდაცვლილი ადამიანის ყურება“ წითელ მოედანზე.

იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. მისი ცხედარი 8 წლის განმავლობაში მავზოლეუმში ლენინის გვერდით იყო დასვენებული, მაგრამ კომუნისტური პარტიის 22-ე ყრილობის გადაწყვეტილებით 1961 წელს ის მავზოლეუმთან ახლოს, კრემლის კედელთან დაკრძალეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები