ლომბარდის ძარცვა

რუსთავში ლომბარდი გაძარცვეს

metro.us

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ლომბარდი გაძარცვეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ფულთან ერთად, წაღებულია მობილური ტელეფონებიც. ამ ეტაპზე უცნობია, რა ოდენობის თანხაა გატანილი.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 178-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები