ემინემი

ემინემი: ბიონსე შესანიშნავია, ის ყველაფერს უშეცდომოდ აკეთებს

0 კომენტარი
ფოტო: getty images

10 ნოემბერს ემინემმა, ბიონსესთან კოლაბორაციით ახალი სიმღერა "Walk On Water" გამოუშვა. სიმღერა რეპერის ახალი ალბომის Revival-ის გახსნელი ტრეკია.

ემინემმა რადიო Shade 45-ში ბიონსეზე ილაპარაკა.

"პირველ რიგში, ბიონსე შესანიშნავია! დიდი ხნის განმავლობაში ჩემი სურვილების სიაში იყო მასთან კოლაბორაცია, მაგრამ არასდროს მქონდა ისეთი სიმღერა, რომელსაც მასთან წარვადგენდი. ბიონსე ყველაფერს რასაც აკეთებს უნაკლოა. მე ვუთხარი მას, რომ აქამდე არასდროს დაუშვია შეცდომა, ყველაფერი - პერფორმანსები, სიმღერები, ალბომები შესანიშნავი და კარგად დაგეგმილია."- თქვა ემინემმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები