სპეცოპერაცია

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სავარაუდოდ სპეცოპერაციაა, შსს ამას არ ადასტურებს

metro.us

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სავარაუდოდ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე მობილიზებულია სპეცრაზმისა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მიმდინარეობს ორი ადამიანი დაკავება.

ტაბულა ამ საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვიპასუხეს, რომ ისინი სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

კომენტარები