სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სუს-ი - პირებმა, რომელთა დაკავებაც მიმდინარეობს ცეცხლი გაგვიხსნეს

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ადასტურებს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. მათივე ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებაც მიმდინარეობდა სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს, ისინი ახლა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უსაფრთხოება დაცულია

კომენტარები