სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სუს-ის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფრომაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. 

"წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს, სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან. სპეცოპერაციისას ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი, მათ სრულად აუნაზღაურდებათ."- თქვა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს.

სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. სადარბაზოდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა გუშინ ღამით გამოიყვანეს.

კომენტარები