სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

კორპუსში, რომელშიც ტერორისტები არიან გამაგრებულები, აფეთქება მოხდა

ტვ პირველი

რამდენიმე წუთის წინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კორპუსში, სადაც ტერორისტები არიან გამაგრებულები, აფეთქება მოხდა. ადგილზე ინტენსიური სროლის ხმა ისმის.

გავრეცელებული ინფორმაციით, ადგილზე მივიდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მას მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სუს-ის ინფორმაციით, ერთი ტერორისტი უკვე დაკავებულია, დანარჩენი პირების დაკავებისთვის კი სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე ძალოვანი უწყებების ათობით თანამშრომელია მობილიზებული.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ ღამიდან მიმდინარეობს. 

კომენტარები