სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა

ტვ პირველი

ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სხვა დეტალებზე სუს-ში ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ, 21 ნოემბრის ღამიდან მიმდინარეობდა. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც უარი განაცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა, რომელიც რამდენიმე საათში კლინიკაში გარდაიცვალა.

სუს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.

კომენტარები