სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ნინო გიორგობიანი: დაჭრილია სუს-ის და შსს-ს 4 თანამშრომელი

ნინო გიორგობიანი
შსს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სუს-ის და შსს-ს ოთხი თანამშრომელი დაიჭრა. ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3. 

"სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი“, - თქვა გიორგობიანმა და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ ღამიდან მიმდინარეობდა.

კომენტარები