აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

0 კომენტარი
ფოტო: europa.eu

დღეს, 24 ნოემბერს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართა. სამიტზე 28 წევრი ქვეყნის ლიდერებმა აღმოსავლეთის 6 პარტნიორ ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად მიიღეს მონაწილეობა . სამიტის ფარგლებში ის საკითხები განიხილა, რომლებზეც 2015 წელს რიგაში შეთანხმდნენ, განსაკუთრებით კი 4 პრიორიტეტული საკითხია გამოყოფილი:

  1. ძლიერი ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარებითა და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობებით;
  2. ძლიერი მართვა, ინსტიტუტების გაძლიერების საშუალებით;
  3. ძლიერი კავშირი, ტრანსპორტსა და ენერგიაზე ფოკუსირებით;
  4. ძლიერი საზოგადოებები, ადამიანებს შორის კავშირების გაზრდით. 

ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც დღეს სამიტზე მიიღეს, პოლიტიკურმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აღმოსავლეთ პარტნიორობის დიდი მნიშვნელობა, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ურთიერთგაგებას, გაზიარებულ პასუხისმგებლობას, დიფერენციასა და საერთო ანგარიშვალდებულებას. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ კონსოლიდაცია და საერთო ღირებულებებისა და პრინციპების წინ წამოწევა მთავარი პრიორიტეტია. 

სამიტის მონაწილეებმა, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანზეც ისაუბრეს. 

ერთობლივი დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირი კვლავ განაგრძობს მისი ყველა მონაწილე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებას. 

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს დაარსდა იმისათვის, რომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას შორის გაძლიერებულიყო პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები