სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

გომელაური: არის ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს დაღუპულებს შორის ახმედ ჩატაევიცაა

0 კომენტარი
ვახტანგ გომელაური ფოტო: ტაბულა

სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ახმედ ჩატაევიცაა.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ განუცხადა.

"ეჭვი არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს, თუმცა დადასტურება შესაძლებელია ექსპერტიზების შემდეგ, როდესაც გაკეთდება დნმ-ის ანალიზი. აქედან გამომდინარე გვექნება ზუსტი პასუხი ეს ჩატაევი იყო თუ არ იყო", - თქვა გომელაურმა.

მისივე განცხადებით, "იყო ოპერატიული ინფორმაციები, რომ მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა მიდიოდა და ავიცილეთ თავიდან".

სუს-ის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ საქმეში უკვე ჩართულია ამერიკული მხარეც

"ახალი დეტალებზე საუბარი გამოძიებიდან გამომდინარე რთულია, ვერ ვისაუბრებ ჯერ. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად ძლიერი, გამოცდილი სამსახურები ჰყავთ, საექსპერტო მიმართულბითაც და საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას", - აცხადებს გომელაური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 და ლიკვიდირებულია 3 წევრი". ძალოვანი სტრუქტურები აქამდე არ ასაჯაროებენ ინფორმაციას მოკლულების ვინაობის და მოქალაქეობის შესახებ. 23 ნოემბერს მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ დაკავებულს ბრალი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის წარედგინა და რომ, ის რუსეთის მოქალაქეა.

ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის, თურქულ მედიაში, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის, "იარმუკის ბატალიონის" უფროსი, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები მოკლეს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის, შს მინისტრ გიორგი გახარიას ეს ინფორმაცია პირდაპირ არ უარუყვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები