ახალი სახალხო დამცველი

კახიძე: სახალხო დამცველის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

0 კომენტარი
ფოტო: მეორე არხი

ევროპულის საქართველოს წევრის ოთო კახიძის თქმით, პარტია სახალხო დამცველის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. კახიძის თქმით, უმრავლესობამ კანდიდატის შერჩევის პროცესი კულუალურად წარმართა და ეს არ არის სწორი ფორმა. 

„სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისას პროცესი წარმართა კულუარულად. მათ თავად გამოარჩიეს ფავორიტი კანდიდატი და წარმოგვიდგინეს იგი დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი ფორმა." - ამბობს კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია 27 ნოემბერს წარადგინა. 

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 2017 წლის 1 დეკემბერს ეწურება. ლომჯარიას კანდიდატურა თავდაპირველად ბიუროზე განიხილება, მოგვიანებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. საბოლოოდ, ლომჯარიასკანდიდატურას კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი 7 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ნინო ლომჯარია პროფესიით იურისტია. ის ჯერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, შემდეგ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო, ბოლოს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები