მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

ბუკია: დღეიდან "პლანაქეშებს" შეუძლიათ საქართველო "პლანაქეშთა" სამოთხედ აღიარონ

0 კომენტარი
ფოტო: ghn.ge

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლიც მიხედვითაც მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული გახდა. რაც შეეხება ფლობას, 70 გრამზე მეტი მარიხუანას ფლობა სასჯელის სახით კვლავ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ "ტვ პირველის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ ისაუბრა. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებებით რეალურად საქართველო გახადა ჰაბი ნარკოტიკების მოხმარებისა, ჩვენ ქართველებს გვიყვარს პირველობით სიამაყე და დღეიდან "პლანაქეშებს" თამამად შეუძლიათ საქართველო "პლანაქეშთა" სამოთხედ აღიარონ. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმ რაოდენობით მარიხუანა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დეკრიმინალიზებულად გამოაცხადა, მსგავსი პრეცენდენტი კი არა, მასთან მიახლოებული რაოდენობები არ არსებობს. საქართველოში დღევანდელი გადაწყვეტილებით, დეკრიმინალიზებულია 70 გრამი მარიხუანა. ესე იგი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიხმაროს, თან იქონიოს, ატაროს, მოიყვანოს ამ რაოდენობის მარიხუანა, რომელიც საკმარისია 100-150 ადამიანის ბურანში სამყოფად და დასაბოლებლად." - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები