არასრულწლოვნის დაჭრა

თბილისში 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს

metro.us

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე დაწერა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა. მისი თქმით, ჩხუბი უფროსკლასელებს შორის მოხდა, ორმა მოსწავლემ ერთმანეთი კი დანით დაჭრა.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვეუბნებიან, რომ მათ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები