სტარ ტრეკი

კვენტინ ტარანტინომ და ჯ.ჯ აბრამსმა შემდეგ STAR TREK-ზე შესაძლოა ერთად იმუშავონ

Hollywood Reporter

კვენტინ ტარანტინომ და ჯ.ჯ აბრამსმა შესაძლოა სტარ ტრეკზე ერთად იმუშავონ.

The Hollywood Reporter-ის ცნობით, კვენტინ ტარანტინოს შემდეგი სტარ ტრეკის ფილმისთვის იდეა გაუჩნდა, რომელიც ჯ.ჯ აბრამსს გააცნო. ამის შემდეგ რეჟისორებმა იდეები შეაჯამეს და საერთო სცენარის მონახაზი დაწერეს, რომელიც შემდეგ Paramount Pictures-ში მიიტანეს. ჯერ ჯერობით კომპანიაში არ უთქვამთ დამტკიცდება თუ არა სცენარი და გადაიღებენ თუ არა ფილმს.

ჯ.ჯ აბრამს სტარ ტრეკის ორი ფილმი - Star Trek და Star Trek:Into Darkness აქვს გადაღებული.

კომენტარები