მიხეელ სააკაშვილი

კიევში აქციის დაშლა სცადეს, მომიტინგეები ბარიკადებს აგებენ, სააკაშვილი ძებნაშია

სააკაშვილის კარვების ქალაქი კიევში

კიევში, რადასთან შეკრებილი მომიტინგეები კარვების ქალაქის დაცვას ბარიკადების აგებით ცდილობენ. გამთენიისას, დილის 6 საათზე, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კარვების ქალაქში შესვლა სცადეს, თუმცა მომიტინგეებმა წინააღმდეგობა გასწიეს.  

პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. 

"ჩემი კარვიდან გამოყვანა უნდოდათ, მაგრამ აერიათ და თავს დაესხნენ მეზობელ კარავს, სადაც აქტივისტებს ეძინათ, სასტიკად სცემეს ადამიანები", - წერს სააკაშვილი facebook-ზე.

უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მომიტინგეები სამართალდამცველების პროვოცირებას ცდილობდნენ.

სააკაშვილს გენერალურ პროკურატურაში ადგილობრივი დროით 09:00-ზე ელოდებოდნენ, თუმცა სააკაშვილი არ გამოცხადდა. გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ 24 საათის გასვლის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცველი ორგანოები ყველაფერს იზამენ სააკაშვილის დასაკავებლად.

სააკაშვილზე ძებნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე რადას შენობასთან იმყოფება.

"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით ამ დროისთვის რადას წინ ასამდე ადამიანია შეკრებილი, სააკაშვილი სიტყვით გამოდის.

კომენტარები