Facebook

სან დიეგოს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა

San Diego State University

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა. ლუკა ლომთაძე სტაჟირებას Facebook-ის სათავო ოფისში გაივლის.

ლუკა ლომთაძე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში იმყოფება, სადაც მან ფეისბუქთან გასაუბრების რამდენიმე ეტაპი გაიარა. შედეგად ფეისბუქმა ლუკა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე სოფტვეარ დეველოპერად მიიწვია.

ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა facebook-ის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მიეღო მონაწილეობა.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ზაკერბერგსაც შეხვდება.

კომენტარები