კრიმინალი

მალთაყვაში მსაჯი იპოვეს გარდაცვლილი, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანაზეა აღძრული

Getty Images

მალთაყვაში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელს და გვარს არ ადასტურებს და კითხვების პასუხად მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ლანჩხუთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, მალთაყვიდან 15-20 კილომეტრში. მათივე ინფორმაციით, გვამი ქუთაისშია გადასვენებული და ექსპერტიზას უტარებენ.

საფეხბურთო სეზონი ამ დროისთვის დასრულებულია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსაჯის- ილია ტუღუშის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

კომენტარები