საზღვრის უკანონო კვეთა

საქართველოს მოქალაქე ჩემოდანში მჯდომი ცდილობდა თურქეთში შესვლას

0 კომენტარი
ფოტო: dailysabah.com

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე, საქართველოს ერთერთი მოქალაქის ჩემოდანში ახალგაზრდა ქალი აღმოაჩინეს, რომელიც ამ გზით ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას. ჩემოდანში ნაპოვნი ქალიც საქართველოს მოქალაქეა.

თურქული მედიის ცნობით, ის 22 წლის არის და თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა. მესაზღვრეებმა ბარგი მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც შეამჩნიეს, რომ ერთერთ ქალს ძალიან მძიმე ბარგი მიჰქონდა. ორივე ქალი დაკავებულია. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კახა თოლორდავა

კომენტარები