სტრუქტურული ცვლილებები

პარლამენტმა სტრუქტურული ცვლილებების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს 86 ხმით დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ინიციატივა გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილა.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილ დოკუმენტში პირველი მოსმენისას გამოთქმული არსებითი შენიშვნები გათვალისწინებული და ასახულია. 

ცვლილების შედეგად 4 უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, საქართველოში არსებული სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი უერთდება, სპორტის ნაწილი კი, კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე, ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი. 

უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუსის და საგარეო დაზვრევის სამსახურის გაერთიანება აღარ მოხდება.

კომენტარები