მამაკაცის გარდაცვალება ლაგოდეხში

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი მამაკაცი გარდაიცვალა

ლაგოდეხში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ქვეითი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 7 დეკემბერს სოფელ მშვიდობიანში მოხდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები