ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

სასტუმრო Leogrand-მა სახელი შესაძლოა, შეიცვალოს

0 კომენტარი
ფოტო: booking.com

ბათუმში მდებარე სასტუმრო Leogrand-ის მფლობელი კომპანია "შპს მერსინ ტურიზმი" ობიექტისთვის სახელის შეცვლას განიხილავს, ამის შესახებ კომპანიის იურისტმა გამოცემა "ბათუმელებთან" საუბარში განაცხადა.

Leogrand-ში ხანძარი, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა. გარდაცვლილთა შორის 10 საქართველოს, 1 კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა.

"მერსინ ტურიზმმა" Leogrand-ის მშენებლობაზე $40-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. სასტუმროში 182 ნომერია, 100-მეტრიან შენობაში კავკასიაში ყველაზე დიდი ფართობის მქონე კაზინოც არის განთავსებული. კომპანიის მფლოებელები თურქეთის მოქალაქეები თოლგა ავგორენი და თილგან არიფაღაოღლუ არიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები