ქურდობა

ვაკეში კაფეტერია ანტრე გაქურდეს

entree.ge

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე კაფეტერია ანტრე გაქურდეს. 

ფაქტი ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

რაც შეეხება წაღებული თანხის ოდენობას, შსს-ში ამბობენ, რომ ეს დეტალები დგინდება.

ანტრეს წარმომადგენლები ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები