ქრთამის აღება

სუს-ი: ქრთამის აღების ფაქტზე, კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დავაკავეთ

საგამოძიებო სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებული კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. არის. სუს-ის ინფორმაციით დაკავებულმა მოქალაქეს სამხედრო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ 1000 ლარი მოთხოვა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა. 2017 წლის 8 დეკემბერს დაკავებულმა აღნიშნულ მოქალაქეს მის მიერ მოთხოვნილი  თანხის ნაწილი 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის  სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. 2017 წლის 11 დეკემბერს,აღნიშნულმა პირმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი- 350 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს." - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან  9  წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები