სემეკ-ი

მთავრობის თხოვნით, პრეზიდენტმა ნარმანია სემეკის წევრობის კანდიდატად წარადგინა

დავით ნარმანია
თბილისის მერია

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია სემეკის წევრობის კანდიდატად წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება გიორგი მარგველაშვილს საქართველოს მთავრობამ სთხოვა. პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დავით ნარმანია თბილისის მერის პოსტს 2014-2017 წლებში იკავებდა.

კომენტარები