ხანძარი

რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

timer.ge

რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა, რამაც სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

გარდაიცვალა ორი მამაკაცი და ერთი ქალი. კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო რამდენიმე ადამიანმა. 

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები