ყაჩაღობა

შსს: წერეთლის გამზირზე "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ბრალდებით 1992 წელს დააბადებული პირი დააკავეს.

"1992 წელს დაბადებული თ.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები