ავარია ვაშინგტონში

დონალდ ტრამპი: ამერიკაში გზები, ხიდები, გვირაბები არის მოშლილი

cnbc.com

აშშ-ის შტატ ვაშინგტონში მომხდარ სარკინიგზო ავარიას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა სასწრაფოდ უნდა გაუმჯობესდეს.

"7 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა ახლო აღმოსავლეთში, მაშინ როდესაც ამერიკაში გზები, ხიდები, გვირაბები და ა.შ. არის მოშლილი. ასე დიდხანს აღარ გაგრძელდება,"- დაწერა ტრამპმა. 

ვაშინგტონში სარკინიგზო ავარიის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი, დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამგზავრო მატარებელი, რომელიც პიკის საათის დროს, სიეტლიდან პორტლენდში მიემგზავრებოდა, რელსებიდან გადავიდა და გზაზე მოძრავ მანქანებს დაეცა.

ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამომძიებლები ადგილზე დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დარჩებიან.

კომენტარები