საქართველო-აზერბაიჯანი

ნდობის გამოცხადებიდან პირველივე დღეს ფინანსთა მინისტრი ილჰამ ალიევს შეხვდა

ფინანსთა სამინისტრო

მამუკა ბახტაძე პირველ ოფიციალურ ვიზიტში იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს.

მამუკა ბახტაძემ და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა პარლამენტის ნდობა გუშინ მიიღეს. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ გამოუცხადა.

კომენტარები