შსს

შსს: ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპოლიციო კონტროლის შედეგად, 69 პირი დავაკავეთ

police.ge

შინაგან საქმეთ სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპოლიციო კონტროლისა და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის უკვე 69 პირია დაკავებული. 

უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულია 32 პირი, ხოლო აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის კი - 12 მოქალაქე. ამასთან, წვრილიმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი.

შსს-ის ცნობით, ამასთან სხვადასხვა დანაშაულისთვის 4 ძებნილი პირია დაკავებული.

"ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა. საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი,"- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ ბრიფინგზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დააანონსეს. უწყება განმარტავდა, რომ საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას ემსახურება.

კომენტარები