ფილიპინებზე ტროპიკულმა ქარიშხალმა 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

AFP

ფილიპინებზე ტროპიკულმა ქარიშხალმა 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ტემბინმა მინდანაოს უკვე ჩაიარა და ფილიპინების სამხრეთ ნაწილისკენ, პალავანისკენ მიემართება, თუმცა მაშველებს ადგილზე დიდი სამუშაო აქვთ. 

ქარიშხალმა, რომლის სიჩქარე 80 კილომეტრ საათს აღემატებოდა, მინდანაოს კუნძლზე წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ყველაზე მეტად ორი სოფელი, ტუბოდი და პიაგაპი დაზარალდა, სადაც უამრავი სახლი მიწით და წყლით დაიფარა. 

მაშველებს სოფლის ტალახისგან გაწმენდასა და დაღუპულთა ცხედრების პოვნაში მოხალისეებიც ეხმარებიან. 

კომენტარები