სასტუმრო რუმსში ხანძრის შედეგად 180 კვ/მ ფართობი დაიწვა

პირველი არხი

სასტუმრო რუმსში ხანძარი სასხვენო გადახურვას გაუჩნდა, სადაც საკომუნიკაციო და სავენტილაცო შახტები და გამწოვებია დამონტაჟებული - ამის შესახებ შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, დამწვარია 180 კვადრატული მეტრის ფართობი, ასევე, მისი განცხადებით ხანძარი საცხოვრებელ ნომრებში არ ყოფილა. გელაშვილისვე თქმით, ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებული -ფაქტობრივად ლიკვიდირებულია და ამ ეტაპზე მთელი პერიმეტრის შესწავლა-დათვალიერება მიმდინარეობს. 

„შეტყობინება ხანძრის შესახებ 00:31 საათზე შემოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, მათ შორის - სამი სამაშველო და ორი მექანიკური. დაახლოებით 3-4 წუთში ადგილზე გამოცხადდა პირველი ორი დანაყოფი, რომლებმაც მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ეს პროცესი ძალიან სწრფად ჩატარდა. დაახლოებით 5 წუთში მცხოვრებლები იყვნენ შენობის გარეთ იყვნენ. ხანძრის შედეგად მეხუთე სართულის სასხვენო გადახურვა იწვოდა. დაიწვა დაახლოებით 180 კვმ ფართობი. დაშავებული არავინაა“, - განაცხადა დავით გელაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

კომენტარები