2017 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დაზუსტებულია თუ ეკონომიკის რომელი სექტორი რა სიჩქარით იზრდებოდა. საიდანაც ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი - 12.6%-იანი ზრდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშია. სოფლის მეურნეობაში კი ზრდის ნაცვლად 2.8%-იანი შემცირებაა.
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალი ტემპით მზარდი სექტორების რეიტინგი, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით:
- სასტუმროები და რესტორნები - 12.6%
- სამთომომპოვებითი მრეწველობა - 10.6%
- მშენებლობა - 9.3%
- ვაჭრობა - 9.3%
- საფინანსო საქმიანობა - 7.2%
ამ დარგების წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში