ენერგეტიკა

1 იანვრიდან ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფი გაძვირდება

0 კომენტარი
ფოტო: townnews.com

2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის სემეკის გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარება გაუძვირდება. 

ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი ენერგო პროს აბონენტებისთვის ასე გამოიყურება:

  1. პირველი საფეხური 100 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 12.95 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 14.23 თეთრი კილოვატ საათზე.
  2. მეორე საფეხური 101-300 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 16.93 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 18.21 თეთრი კილოვატ საათზე
  3. მესამე საფეხური 300 კილოვატზე მეტი - აქამდე მოქმედი ტარიფი 21.45 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი 22.7 თეთრი კილოვატ საათზე.

თელასის აბონენტებისთვის:

  1. პირველი საფეხური 100 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 14.54 თეთრი კილოვატ საათზე.
  2. მეორე საფეხური 101-300 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 18.55 თეთრი კილოვატ საათზე
  3. მესამე საფეხური 300 კილოვატზე მეტი - აქამდე მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი 23.03 თეთრი კილოვატ საათზე.

წყლის ტარიფები:

სემეკის გადაწყვეტილებით, აბონენტებისთვის, ვისაც წყალზე მრიცხველი უყენიათ, გადასახადი 1 მ3-ზე 6.3 თეთრით მოიმატებს, ხოლო მათთვის, ვინც სულადობით იხდის, ტარიფი 1 სულზე - 74.2 თეთრით გაიზრდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ3 წყლის ტარიფი იქნება - 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.40 ლარი.

ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები