დავით სხირტლაძე

დანიურ პრესასთან სხირტლაძემ ჰომოფობიური განცხადება გადათქვა

Sportall.ge

ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური ''სილკებორგის'' ფორვარდმა, დავით სხირტლაძემ adjarasport-ს უთხრა, რომ "ჰომოსექსუალების კატეგორიული წინააღმდეგია". 

რამდენიმე თვის შემდეგ, მას მერე, რაც სხირტლაძის ჰომოფობიური გამონათქვამით დანიური მედია დაინტერესდა, ფეხბურთელმა საჯარო პოზიცია შეცვალა. 

გამოცემა politiken-თან საუბარში, 24 წლის ფორვარდი ამბობს: "მე არ ვარ ჰომოსექსუალების წინააღმდეგი. მიმაჩნია, რომ კაშიას წინააღმდეგ პროტესტი იყო გადაჭარბებული და მას უფლება აქვს გაიკეთოს სამკლაური ცისარტყელას ფერებში, თუ ეს სურს". 

სტატიაში აღნიშნულია, რომ კონტრავერსიული გამონათქვამები ააშკარავებს, თუ როგორ უჭირს უცხოელი მოთამაშეების ნაწილს ანტიჰომოფობიურ კამპანიაში მონაწილეობა, სამშობლოში არსებული ჰომოფობიური კლიმატის გამო.

ტაბულა დაინტერესდა, რატომ გააკეთა ფეხბურთელმა განსხვავებული აუდიტორიებისთვის, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, თუმცა, სხირტლაძესთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

კომენტარები