ტურიზმი

რა არის ნომრის საშუალო ფასი საქართველოს მაღალი კლასის სასტუმროებში

სასტუმრო რუმსი, ყაზბეგი
ფოტო: designhotels.com

საქართველოს 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში სტანდარტული ნომრის ფასი ყველაზე მაღალი ტურიზმის პიკურ მონაკვეთში, ივნის-სექტემბრის პერიოდშია და ის დაახლოებით $180-ს შეადგენს. ნომერი ყველაზე იაფი - $110 თებერვალში დაგიჯდებათ.

2017 წლის განმავლობაში საქართველოში 7,5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 1,194,433 ვიზიტორით (18.7%-ით) მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ ყველაზე მეტი - 1.71 მილიონი ვიზიტორი სომხეთიდან მიიღო.

ტოპ 10 ქვეყანა

  1. სომხეთი - 1.71 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 14%;
  2. აზერბაიჯანი - 1.69  მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11%;
  3. რუსეთი - 1.39 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34%;
  4. თურქეთი - 1.24 მილიონი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 0.8%;
  5. ირანი - 322 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%;
  6. უკრაინა - 193 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10%;
  7. ისრაელი - 125 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35%;
  8. ინდოეთი - 59 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 64%
  9. ყაზახეთი - 56 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%;
  10. საუდის არაბეთი - 56 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 164%;

რამდენი იყო ამ ვიზიტორებში ტურისტი

ამ 7,5 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 3.5 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის პირველ სამ კვარტალში ტურიზმის სექტორის შემოსავლებმა $2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2016 წელთან შედარებით 29%-ით მეტია.

ტურიზმი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს ქმნის.

კომენტარები