ვითარება გზებზე

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, შობის დღესასწაულზე, ალილოს მსვლელობის გამო, ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება.

ხვალ, 7 იანვარს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.

რუსთაველის გამზირის გახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ.

მერიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.

კომენტარები