მკვლელობა

ჩხოროწყუში მამაკაცმა ნაჯახით შვილი მოკლა, ცოლი კი დაჭრა

flickr

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში 66 წლის მამაკაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ინფორმაციას ამი შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

60 წლის ქალი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მას თავის ქალის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები