დღეს დევიდ ბოუის დაბადების დღეა, ის 71 წლის გახდებოდა.
ბოუი სიცოცხლეშივე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არტისტი, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 მილიონ ალბომზე მეტი აქვს გაყიდული.
მომღერლის ბოლო და 25-ე ალბომი "Blackstar" არის, რომელიც 2016 წლის 8 იანვარს, სიკვდილამდე ორი დღით ადრე, საკუთარ დაბადების დღეზე გამოუშვა.