H&M

H&M-მა რასისტული შინაარსის რეკლამის გამო ბოდიში მოიხადა

H&M.com

H&M-მა რასისტული შინაარსის რეკლამის გამო ბოდიში მოიხადა.

საქმე ეხება ბავშვის ჯემპრის რეკლამას H&M-ის საიტზე - ჯემპრი შავკანიან ბავშვს აცვია, ტანსაცმელს კი "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" [Coolest monkey in the Jungle] აწერია.

რეკლამას დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში. მრავალმა ადამიანმა ტვიტერზე ბოიკოტი გამოუცხადა კომპანიას, მომღერალმა Weeknd-მა კი ყველანაირი თანამშროლობა გაწყვიტა H&M-თან რეკლამის გამო.

H&M-ის წარმომადგენლებმა კომენტარი დღეს გაავრცელეს, მათ ბოდიში მოიხადეს.

"ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც [რეკლამით] შეურცხყოფილი დარჩა" - დაწერა კომპანიამ.

კომენტარები