ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.92 თეთრით, ევროსთან კი 3.17 თეთრით გამყარდა

ტაბულა

9 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა გამყარდა. დოლართან მიმართებით ლარი 0.92 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ახალი კურსი 2.5803 გახდა, ევროსთან მიმართებით კი გამყარებამ 3.17 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ახალი კურსი 3.0775-მდე შემცირდა.

ეროვნულმა ბანკმა 5 იანვარს ლარის კურსის გამოთვლის წესში ცვლილება შეიტანა. 5 იანვრამდე ეროვნული ბანკი ოფიცალურ კურსს 1 სამუშაო დღის განმავლობაში დადებული გარიგებებით ითვლიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობის მოცულობა აღემატებოდა 3 მილიონ დოლარს. თუ ვაჭრობა ამაზე ნაკლები იყო, ოფიციალური კურსი ითვლებოდა დღევანდელთან ერთად წინა სამუშაო დღის გარიგებების საშუალო მაჩვენებლის გამოანგარიშებით. ეროვნულმა ბანკმა შეცვალა აღნიშნული წესი და ვაჭრობის 3 მილიონიანი მოთხოვნა 1.5 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

2017 წლის 11 თვეში ექსპორტი $2.4 მილიარდი დოლარი იყო (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $7.1 მილიარდი დოლარი (8.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში $4.7 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. დეკემბრის ეკონომიკური მონაცემების შესახებ ჯერ-ჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები